სამომხმარებლო სესხები!
2010 წლის 10 მარტიდან თიბისის სამომხმარებლო ენერგო ეფექტურობის სესხები გავრცელდება ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში.
ახლა კარგი დროა ფანჯრების შესაცვლელად და სოლარული მზის გამათბობლების შესაძენად. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან მიიღოთ პროდუქტის ღირებულების 15%-ი უკან!
სესხები ხელმისაწვდომია შემდეგი პროდუქტებისთვის:
- ორმაგი შემინვის ფანჯრები
- ბოილერები და ცენტრალური გათბობის სისტემები
- კედლების, სახურავებისა და ჭერის თბოიზოლაცია
- სოლარული გამათბობლები
- ბიომასის ღუმელები
- ბიოდაიჯესტერები საოჯახო მეურნეობისათვის
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თიბისი ბანკის ფილიალებს ან დაგვიკავშირდით ჩვენ.
პროექტის ფარგლებში დამტკიცებული მომწოდებელთა სია იხილეთ აქ.
დამტკიცებული მომწოდებლებისა და პროდუქტების სია:
თბილისი იხილეთ აქ
ბათუმი და ფოთი აქ
ქუთაისი იხილეთ აქ
ჩამოტვირთეთ მომწოდებელთა მისამართების ამოსაბეჭდი ვერსია
კვლევებით გვიჩვენებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი, რომელსაც საქართველო მოიხმარს ენერგიის სახით სამჯერ აღემატება ევროპის საშუალო ქვეყნის იგივე მაჩვენებელს. ფასების ზრდა უშუალო ზემოქმედებას ახდენს ქართული ბიზნესის საწარმოო ხარჯებზე და არახელსაყრელ პირობებში აყენებს მათ მზარდ კონკურენტულ გლობალურ ეკონომიკაში.
არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით ქართულმა საწარმოებმა შეიძლება შეამცირონ ენერგიის მოხმარება 20%-ზე მეტით და ამით საქართველოს ბიზნესის საერთო დანაზოგი 12 მილიონი ევრო იყოს.
ენერგიის დანაკარგები შინამეურნეობებისთვისაც აქტუალურია და ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული ენერგო მოხმარების 42%-ს შეადგენს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო 35 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი განახლებადი ენერგიის, სამრეწველო ენერგო ეფექტურობის და შინამეურნეობების ენერგო ეფექტურობის პროექტებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. ამ ინსტრუმენტის ფარგლებში კრედიტების მიღება უკვე შესაძლებელია თიბისი ბანკისაგან, ქართუ ბანკისაგან და ბანკი რესპუბლიკასგან.
საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროგრამა შეიქმნა ბანკების მხარდაჭერისათვის ენერგო ეფექტურობის პოტენციური პროექტების გამოვლენის და შეფასების მიზნით.







