EBRD -იმ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“3 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხააზი გამოუყო

15/07/2014

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) მოხარულია გაცნობოთ, რომ „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ ჩაერთო EBRD-ის მდგრადი ენერგეტიკის ფინანსირების პროგრამაში. 2014 წლის 27 ივნისს EBRD-სა და „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ენერგოეფექტური საკრედიტო ხაზის თაობაზე, ჯამში 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, და მალე ვითიბი ბანკი თავის მომხმარებელს შესათავაზებს ახალ საბანკო პროდუქტს - ენერგოკრედიტს. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აპირებს საკრედიტო ხაზის გამოყენებას კორპორატიული და „მცირე და საშუალო ბიზნესის“ ფინანსირების სფეროში, ასევე სამომხმარებლო სესხების ფინანსირებისათვის.

საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის ფინანსირების პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის გრანტისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს ტექნიკური მახარდჭერის ხელშეწყობით.

ენერგოკრედიტის გამოყენებით  „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ კორპორატიული და „მცირე და საშუალო ბიზნეს“ კლიენტები ისარგებლებენ 10%-15% სუბსიდიით და ასევე უფასო ტექნიკური მახარდაჭერით, ხოლო ინდივიდუალური კლიენტები დაიბრუნებებ სესხის 10% უკან ისეთი ენერგოეფექტური პროდუქტების შეძენის შემთხვევაში, როგორიც აირს სახლის ცენტრალური გათბობის სისტემები, ორმაგი შემინვის კარ-ფანჯარა, კონდიცირების სისტემები და საოჯახო ელექტრო ტექნიკა.