ენერგოკრედიტი საქართველო - ხშირად დასმული კითხვები

სად მივიღებ სასესხო განაცხადის ფორმას, თუ არსებობს განაცხადის ჩაბარების ვადა? 
 
მარტივად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ განაცხადის ფორმა აქ. ვადა არ არის, მაგრამ რეკომენდირებულია შეძლებისდაგვარად სწრაფად მოახდინოთ რეაგირება. 
 
როგორ და სად ჩავაბარო ჩემი განაცხადის ფორმა? 
 
შეგიძლიათ განაცხადის ფორმა და სხვა საბუთები გამოაგზავნოთ ელ-ფოსტით ან წარმოადგინოთ ოფისში. 
 
რა დრო დასჭირდება ჩემი განაცხადის განხილვას? 
 
ჩვეულებრივ განაცხადის შეფასებას და შემდეგი ღონისძიებების დაგეგმვას სჭირდება 5 სამუშაო დღე. 
 
რა დროში შეიძლება მივიღო საინვესტიციო მოცულობა სქემის ფარგლებში? 
 
საინვესტიციო მოცულობის მიღების სქემა ხელმისაწვდომი იქნება 2016 წლის აპრილამდე. დეტალებისათვის გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია საინვესტიციო მოცულობის ნაწილში ვებ-გვერდზე. 
 
საჭიროა თუ არა მინიმალური შენატანი? 
 
არა
 
რა სახის პროექტების დაფინანსებაა შესაძლებელი საქართველოს ენერგოკრედიტის ფარგლებში? 
 
დაფინანსება ვრცელდება ორი სახის პროექტზე: ენერგო ეფექტურობისა და განახლებად ენერგო პროექტებზე. ეფექტური ენერგიის მოხმარება ან ენერგო რესურსების ეფექტურად გამოყენება მიიჩნევა ენერგო ეფექტურობის ზომებად. შესაბამისი განახლებადი ენერგო პროექტები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ქარის ტურბინებით, ცალკე-მდგომი ჰესებით, მზის თერმული წყლის სისტემებით. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ შესაბამისობა
 
რომელი ქართველი ბანკები მონაწილეობენ ენერგოკრედიტში? 
 
ამჟამად ოთხი პარტნიორი ბანკია ჩართული: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი რესპუბლიკა და კრედო (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია). სხვა ქართული ფინანსური ინსტიტუტები ჩაერთვება პროგრამაში მალე. 
 
რა არის მაქსიმალური სესხის ოდენობა ენერგოკრედიტის ფარგლებში? 
 
ენერგოკრედიტის ფარგლებში კორპორატიული სესხის ოდენობაა 2.5 მილიონი აშშ დოლარი. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე სამომხმარებლო სექტორში სესხის მოცულობა მცირეა. მიუხედავად ამისა, თუ უფრო დიდ პროექტზე ფიქრობთ, თქვენ მაინც შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განაცხადი. თუ თქვენი პროექტი მისაღებია ენერგოკრედიტი გაგიწევთ კონსულტაციას თუ როგორ განახორციელოთ აღნიშნული პროექტი. 
 
რა სახის სესხის პირობებია ენერგოკრედიტის ფარგლებში ამჟამად? 
 
თითოეულ ბანკს გააჩნია თავისი კონკრეტული პირობები საბაზრო საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით, ასევე პროექტის მოცულობით, კომპანიის წარმადობით, უზრუნველყოფით და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ რომ მოხდეს ინდივიდუალურად პროექტების შესწავლა. 
 
რამდენად მომგებიანია ენერგოეფექტური პროექტები? 
 
პროექტზე დამოკიდებულებით, ინვესტიციებზე სუბსიდიის თანხის დაბრუნება შეიძლება მოხდეს ერთ წელზე უფრო ხანმოკლე ვადაში, თუმცა უკუგების პერიოდი 3-5 წელია. 
 
როგორ ხდება კომპანიის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ენერგოკრედიტის ფარგლებში? 
 
კომპანიის ფინანსურ მხარესთან მიმართებაში, მხოლოდ ბანკებს შეუძლიათ მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია და ამ შემთხვევაში მოქმედებს ბანკებში გავრცელებული კონციდენციალობის პირობები. ჩვენი ტექნიკური კონსულტანტები აფასებენ პროექტის ტექნიკურ მხარეებს და ამის შესახებ ინფორმაციაც კონფიდენციალურია. 
 
შეუძლიათ თუ არა მუნიციპალიტეტებს მიიღონ დაფინანსება ენერგო ეფექტურობის ან განახლებად ენერგო პროექტებზე? 
 
არა ენერგოკრედიტი მუშაობს მხოლოდ კერძო კომპანიებზე (მინ. 51% კერძო მფლობელობით) და ინდივიდუალურ მსესხებლებზე. 
 
ჩვენს კომპანიას აქვს ენერგოეფექტურობის პოტენციალი, მაგრამ ჩვენი ცოდნა ამ მხრივ არასათნადოა. შეგიძლიათ დაგვეხმაროთ?
 
პირველ ეტაპზე, ჩვენ რეკომენდაციას გიწევთ მოამზადოთ თქვენი ხედვა წარმოების გაუმჯობესებასთან მიმართებაში. ჩვენი ექსპერტები განიხილავენ თქვენს შენიშვნებს და გადაწყვეტენ შემდგომ ნაბიჯებს. ენერგოკრედიტის ექსპერტები ესტუმრებიან თქვენს კომპანიას (უფასოდ) სადაც მოხდება პოტენციალის დეტალური შეფასება. 
 
რა შედის ენერგო აუდიტში? 
 
ენერგო აუდიტის მიზანია გამოავლინოს ყველაზე უფრო მომგებიანი და საუკეთესო ინვესტიციის შესაძლებლობები, ენერგო ეფექტურობის გაზრდისა და ხარჯების შემცირების მიზნით. მისი საშუალებით ხდება საწარმოს პოტენციალის დეტალური განხილვა და ტექნიკური დაანგარიშება ფინანსური მდგრადობის გათვალსიწინებით. ენერგო აუდიტი წარმოადგენს სესხის დამტკიცების ერთგვარ საფუძველს. 
 
რაიმე სახის პროექტები თუ არ ჯდება პროგრამის ფარგლებში? 
 
 
თუ მე მაქვს პოტენციური პროექტი, როგორ დამეხმარებიან ქართველი ექსპერტები? 
 
ექსპერტებს შეუძლიათ ენერგო აუდიტის ჩატარება კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უკვე შესაბამისია კრიტერიუმების და დაგეხმარებიან შესაბამისი კვლევის მომზადებაში. ტექნიკური მხარდაჭერა უფასოა. გთხოვთ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია უფასო ტექნიკურ მხარდაჭერაზე აქ.