გადამამუშავებელი მოწყობილობა

ენერგო ეფექტურობა და განახლებად ენერგიაში ინვესტიციები არის მნიშვნელოვნად მომგებიანი, უკუგება  აღემატება 25%-ს. ამ დროს ხდება ენერგიის მოხმარების შემცირება, დანახარჯების შემცირება, საწარმოს კონკურენტუნარიანობისა და მოგების ზრდა. ტექნიკური რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, პროდუქციის ხარისხი უმჯობესდება და დანერგვა შესაძლებელია დროის მოკლე მონაკვეთში. განახლებად ენერგიაში ინვესტირებით ხდება სათბურისებური გაზების გამოყოფის შემცირება და ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირება. ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებით თქვენ შეძლებთ მნიშნელოვნად შეამციროთ საოპერაციო ხარჯები. მიიღეთ პირველადი წარმოდგენა თუ რომელ სფეროებში შეიძლება ენერგოეფექტური მასალების გამოყენება:

  • ბოილერები: ახალი კონდესაციური ბოილერების დახმარებით გამონაბოლქვი აირებიდან ხდება დამატებითი სითბოს წარმოება, რაც ბოილერების ეფექტურობას 90%-მდე ზრდის (ძველ ბოილერებთან შედარებით, რომელთა ეფექტურობა შეადგენს მხოლოდ 65-75%).
  • შეკუმშული ჰაერის სისტემები: ფართო გამოყენება აქვს მრეწველობასა და წარმოებაში. შეკუმშული ჰაერით მუშაობს ბევრი მოწყობილობა, სამანქანე ინსტრუმენტების ჩათვლით, ასევე ნედლეულის სამართავი და გამყოფი მოწყობილობები, მღებავი დანადგარები. გადახედეთ აქ არსებულ ყველაზე ეფექტურ კომპრესორს.
  • ცვლადი სიჩქარის მარეგულირებლები: ძველი ელექტრო ძრავების (რომელიც მრავალი საათის განმავლობაში მუშაობს წლის განმავლობაში) შეცვლა ახლით მნიშვნელოვნად ზოგავს ენერგიას. მაღალი ეფექტურობის მქონე ძრავები ჩვეულებრივ გამოიყენება ცვლადი სიჩქარის მარეგულირებლებთან ერთად, რაც ზოგავს ელექტროენერგიას.
  • ექსტრუდერები: როგორც წესი გამოიყენება რეზინისა და პლასტმასის პროდუქტების წარმოებისას, ასევე კვების მრეწველობაში. ახალ მანქანებს გააჩნიათ მაღალი ეფექტურობა და უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან ენერგო დანაზოგებს. გარდა ამისა, შესაძლებელია წარმოების დროის გაუმჯობესება და პროდუქციის უკეთესი სრულყოფა, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს პროდუქტის ხარისხს.
  • წყლის ეფექტურობა: სარწყავი სისტემა უზრუნველყოფს მაღალ მოსავლიანობას, მაგრამ ამავდროულად საჭიროებს დიდ ენერგიას და ბევრს წყალს, რაც ძვირი ჯდება. შესაძლებელია ეფექტური წყლის ტუმბოების და ალტერნატიული სარწყავი სისტემების გამოყენება, როგორიცაა წვეთოვანი და სპრინკლერული ტიპის სარწყავი სისტემები. გადახედეთ ჩვენს პროდუქტებს, მათი დახმარებით თქვენ შეძლებთ დაზოგოთ ენერგია და წყალი.

შეარჩიეთ მაღალი ეფექტურობის მოწყობილობები ჩვენ ვებ-გვერდზე და დაიწყეთ თანხების დაზოგვა ახლავე. თუ გექნებათ შეკითხვები ან გსურთ მიიღოთ დამატებითი კონსულტაცია ჩვენი ექსპერტებისაგან, დაუკავშირდით ენერგოკრედიტის გუნდს.