კორპორატიული სესხები

განახლებადი ენერგია

ენერგოკრედიტი საქართველო - ჩვენ გვინდა ვიყოთ თქვენი წარმატების ისტორია

ინოვაცია, ენერგო დამზოგავი ტექნოლოგიები და ინვესტიცია განახლებად ენერგიაში, წარმოადგენს საქართველოში ცვლილებების და კომპანიების წარმატების წინაპირობას. ენერგოკრედიტი სთავაზობს სესხებს ტექნოლოგიების განახლებაზე ენერგო ეფექტურ და განახლებად ენერგო პროექტებში

  • დიდ კომპანიებს
  • პატარა და საშუალო ბიზნესებს (SME)

ენერგოკრედიტის სესხები შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ოთხი კატეგორიისათვის:

  1. ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ ენერგიის მოხმარების შემცირებას თქვენს საწარმოო პროცესებში (სამრეწველო და კომერციული ენერგო ეფექტურობა).
  2. ინვესტიციები ენერგიის მოხმარების გაუმჯობესებაში კომერციულ, სამრეწველო და საცხოვრებელ კომპლექსებში.
  3. ინვესტიციები ცალკე-მდგომ განახლებად ენერგო პროექტებში.
  4. სამუშაო კაპიტალის დაფინანსება შესაბამისი მწარმოებლების, მომწოდებლებისა და სერვის კომპანიებისათვის ენერგოეფექტურ, განახლებად ენერგო ტექნოლოგიებში, მოწყობილობებსა და/ან მასალებში.

სესხებზე მინიმალური შეზღუდვა არ არის, ასე რომ ნებისმიერი მასშტაბისა და ინვესტიციის ოდენობა მისაღებია. კომპლექსური პროექტის გეგმარებისას ჩვენ მოგაწვდით უფასო ენერგო აუდიტის სერვისს შესაბამისი მოწყობილობის შესარჩევად.

ახალი მოწყობილობის შეძენაზე ზოგიერთი კომპანია თავს იკავებს, რადგან ენერგოეფექტური მოდელები უფრო ძვირია ჩვეულებრივზე. პრაქტიკაში კი ეს პირიქითაა. კომპანიების მხრიდან გონივრული მიდგომით ენერგო ეფექტურობაში ინვესტიციის საფუძველზე სამოქმედო ხარჯები მცირდება და იზრდება მოწყობილობის სიცოცხლისუნარიანობა, უფრო მეტიც, ენერგის დაზოგვა შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი იყოს რომ ის გადაიხდის სესხს ხუთ წელზე ნაკლებ ვადაში, ამასთანავე შესაძლებელია:

  • პროდუქციის სტანდარტებისა და საიმედოობის გაზრდა
  • ენერგოხარჯების შემცირება
  • წარმოების გაზრდა
  • წარმოების ხარისხის და მრავალფეროვნების გაზრდა
  • გარემოს დაცვა და მავნე გამონაბოლქვების შემცირება

ახალი შესაძლებლობები კერძო კომპანიებისათვის საქართველოში

ენერგოკრედიტი საქართველოში გთავაზობთ სესხებს 2.5 მილიონი აშშ დოლარიდან კორპორატიულ კლიენტებს რომლებმაც იციან კონკრეტული ინვესტირების შესალებლობების შესახებ.

ინვესტიციის მაქსიმალურად ეფექტურობისათვის ენერგოკრედიტი საქართველო გთავაზობთ შემდეგს :

  • მიმზიდველი ფინანსური გადაწყვეტილებები
  • უფასო ტექნიკური დახმარებები, ენერგო აუდიტის ჩათვლით
  • საინვესტიციო სუბსიდირება - 15%-მდე სესხის თანხაზე.

დეტალებისათვის, გთხოვთ შეამოწმოთ საინვესტიციო გადახდები ნაწილი.

დაინტერესდით? ასევე იხილეთ შესაბამისობა და პრაქტიკული მაგალითები. სესხზე განაცხადის გასაკეთებლად გადადით ამ ბმულზე.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვმართოთ ენერგოკრედიტის გუნდს ტელეფონზე: +995 32 2 22 49 62. ჩვენ სიხარულით დაგეხმარებით.