მოწყობილობის და მასალების შერჩევის ინსტრუმენტი

გეგმავთ ახალი, ენერგოეფექტური პროდუქტების შეძენას? ფიქრობთ შეცვალოთ თქვენი კომპანიის ძველი მოწყობილობა ახლით? გეგმავთ კონკრეტულ პროექტს, რომელშიც გამოიყენებთ ენერგოეფექტურ მასალასა და მოწყობილობას? ფიქრობს თქვენი კლიენტი განახორციელოს ინვესტიცია ენერგო ეფექტურობაში? ყველა ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას ენერგოკრედიტის ვებ-გვერდიდან, სადაც ჩვენს მიერ თავმოყრილია ენერგოეფექტური მასალისა და მოწყობილობების დეტალური ნუსხა.

ამ ნუსხაში წარმოდგენილი მასალები მაღალი სტანდარტებისაა და შეესაბამება შესაბამისობის კრიტერიუმებს. აქ ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობა შეესაბამება ენერგოკრედიტის ფარგლებში დაფინანსებას, საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომია მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტებში. დააფინანსეთ თქვენი ინვესტიციები ენერგოკრედიტით და მიიღეთ 10%-იანი საინვესტიციო სუბსიდია სესხის თანხაზე.

ძებნის გამარტივებისთვის, შესაბამისი მასალისა და მოწყობილობების ნუსხა დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად:

შენობები / გათბობის სისტემა / გადამამუშავებელი მოწყობილობა  / აგრობიზნესი / სატრანსპორტო საშუალებები / განახლებადი ენერგია

ამ ძირითად კატეგორიებში, თქვენ იხილავთ ქვე-კატეგორიებსაც. შეგიძლიათ მოიძიოთ არსებული მოწყობილობები და შეამოწმოთ მათი ადგილობრივი მომწოდებელი - საკონტაქტო დეტალებიც ხელმისაწვდომია.

თუ გსურთ ისეთი მასალისა და მოწყობილობების გამოყენება, რომელიც არ შედის მასალების საძიებელში (სელექტორი), ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ამაში და ჩავატაროთ „შესაბამისობის შემოწმება“ (EC). გთხოვთ დაუკავშირდეთ ენერგოკრედიტის გუნდს:

ცხელი ხაზი: +995 322224962

ელ-ფოსტა: office@geep.ge

ჩამოტვირთეთ შესაბამისი მოწყობილობების სრული სია.