სამომხმარებლო სესხები

ენერგოკრედიტი საქართველო - კომფორტი და თანამედროვე ტექნოლოგიები სახლებში 

ენერგოკრედიტი სთავაზობს სესხებს ბინათმესაკუთრეებს, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ და დააყენოთ ენერგოეფექტური მაცივრები, სარეცხის მანქანები, ფანჯრები, თბოზოლაციის და კონდიცირების სისტემები. მოხერხებულობის თვალსაზრისით ჩვენ შევქმენით მაღალი ხარისხის მასალებისა და მოწყობილობის შერჩევის ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითად შეძლებთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მოწყობილობა. 
 
თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მოწყობილობა ჩვენი ინსტრუმენტის საშუალებით, ან შეარჩიოთ სხვა, რომელიც უკეთესად ერგება თქვენს მოთხოვნებს. თუ თქვენ ისეთი მასალის/მოწყობილობის გამოყენება გსურთ, რომელიც ამ ეტაპზე არ არის ჩვენს საიტზე ხელმისაწვდომი, გთხოვთ, დაუკავშირდით ჩვენს ექსპერტებს, რომ შეამოწმოთ რამდენად შეესაბამება ეს დანადგარები ენერგოეფექტურობის კრიტერიუმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს დანადგარები დაემატება ჩვენს ნუსხას. 
 
ინდივიდუალურ სესხებს თან ახლავს სუბსიდირების კომპონენტი. როგორც კი თქვენ აიღებთ ენერგოეფექტურობის სესხს თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 10%-იანი სუბსიდირება. სუბსიდიის მიღების პროცედურის დადასტურება მოხდება ადგილზე შერჩევითი შემოწმების საფუძველზე.
 
კერძო კომპანიები და ინდივიდუალური პირები, რომლებსაც სურთ ენერგო ეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესება და აიღებენ ენერგოკრედიტის სესხს მიიღებენ სარგებელს. აქ თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი განაცხადის გაკეთების პროცესზე და საინვესტიციო სუბსიდიაზე.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სესხის პროდუქტი 

ჩვენი პარტნიორი ბანკები, ამჟამად საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი რესპუბლიკაკრედო და ბაზისბანკი სპეციალიზირებულები არიან სამომხმარებლო სესხებში. თუ ამ ბანკებიდან რომელიმეს კლიენტი ბრძანდებით შეგიძლიათ აირჩიოთ ორი ტიპის სესხი:
 
განვადება: ეს წარმოადგენს სწრაფი განვადების მეშვეობით მიღებულ სესხს მომწოდებლის გაყიდვის პუნტქში, რომლის დროსაც ხელშეკრულება ფორმდება თქვენსა და ბანკს შორის მაღაზიაში. 
 
ჩვეულებრივი ენერგო ეფექტურობის სესხი: ამ გზით ბანკები პირდაპირ გასცემენ სესხებს. აქ შეგიძლიათ გაიგოთ უფრო მეტი განაცხადის გაკეთების პროცესზე და სუბსიდიის მოცულობაზე
 
თუ თქვენ გაქვთ განსხვავებული მოწყობილობა, რომლის დაფინანსებაც გსურთ, გთხოვთ კონსულტაცია გაიაროთ ენერგოკრედიტის ექსპერტებთან.