შენობები

შენობებში თანამედროვე მოწყობილობებით შესაძლებელია, როგორც ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარების, ასევე მათზე არსებული გადასახადების დაზოგვა.

ენერგიის მოხმარების შემცირება შესაძლებელია გარკვეული ღონისძიებების გატარებით, კერძოდ გარე ფასადის თბოიზოლაცია, ორმაგი/სამმაგი შემინვის ფანჯრების დამონტაჟება, გათბობის სისტემის გაუმჯობესება, სავენტილაციო და გაგრილების მოწყობილობების დამონტაჟება, შენობის მართვის სისტემების შემოღება. ამ ზომების გატარებით მცირდება ენერგიის დანახარჯი დაახლოებით 50-70%-ით, ხოლო კომფორტი კი იზრდება.

იმისდა მიხედვით თუ რას გეგმავთ, მაგ. უძრავი ქონების ახალი პროექტი, სამშენებლო სამუშაო ან თქვენი სახლის განახლება: ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ეფექტური მასალები სხვადასხვა მიზნებისათვის, კერძოდ, თბოისაიზოლაციო მასალა, ორმაგი შემინვის ფანჯრები, გაგრილების მოწყობილობები, გათბობის სისტემები და ბოილერები.

შეარჩიეთ საუკეთესო მასალა - გამოიყენეთ ენერგოკრედიტი თქვენი ინვესტიციის დასაფინანსებლად. თქვენ სარგებელს მიიღებთ!