უფასო ტექნიკური დახმარება

კორპორატიული სესხები

კერძო კომპანიებისათვის 

ენერგოკრედიტი უზრუნველყოფს უფასო ტექნიკურ მხარდაჭერას. როგორც კერძო კომპანიას თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები რომელი ტექნოლოგიაა უფრო შესაბამისი ინვესტიციასთან მიმართებაში. თქვენ, ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ ჩვენს გამოცდილ ექსპერტებს შესაბამისია თუ არა თქვენი შერჩეული ტექნოლოგიები დაფინანსებისათვის (შესაბამისობის შემოწმება). გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ ენერგო აუდიტებს და ტექნიკურ რჩევებს რომლებიც მორგებულია თქვენს მოთხოვნებზე. გადადით ბმულზე თუ გსურთ აუდიტის მოთხოვნა. 
 

პარტნიორი ბანკებისათვის 

ენერგოკრედიტი გულისხმობს უფასო ტექნიკურ დახმარებას და კონსულტაციას. საერთშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ინჟინრები, მარკეტინგის და საზ. ურთიერთობის სპეციალისტები შერჩეულ იქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ქართველ პარტნიორ ბანკებთან სამუშაოდ. თანამშრომელთა ტრენინგის, გაყიდვების, ტრანსაქციების მხარდასაჭერად, ენერგოკრედიტი ეხმარება ჩვენს ადგილობრივ პარტნიორ ბანკებს პროექტების განვითარებასა და რეალიზებაში. 

ვებ-გვერდის განყოფილება შესაბამისი ინვესტიციები განკუთვნილია ჩვენი პარტნიორი ბანკებისათვის და მიაწვდის მათ მასალებს საჭიროებისდა მიხედვით. 
 
ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ დეტალების მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს გუნდს თბილისში.